ირაკლი ღარიბაშვილი სამტრედიაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში დაფინანსებულ საწარმოს დაათვალიერებს
"იმერეთი გრინერი" სასათბურე/სასაწყობო მეურნეობას და მაცივრებით აღჭურვილ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ქსელს მოიცავს.
სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება, რაც ჰოლანდიელი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდება.
საწარმოში ამ ეტაპზე 20 ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის განვითარების შემდგომ ეტაპზე სასათბურე მეურნეობა დამატებით 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა და მთლიანობაში 100 ადგილობრივს დაასაქმებს.
საწარმოს გახსნას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ვიცე-პრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ასევე საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.