ირინე იმერლიშვილი:გიორგი მარგველაშვილი მზადაა პუტინს შეხვდეს, თუ საუბრის თემა დეოკუპაცია იქნება!
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად არის, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს იმ შემთხვევაში, თუ საუბრის თემა დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება იქნება. განცხადება ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
"დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება, აფხაზეთთან და ოსეთთან ხელშეკრულება, რომელიც მოსალოდნელია, ოსეთთან უკვე გამოქვეყნდა ხელშეკრულება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას გულისხმობს, ვიდრე აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება - თუ ამ საკითხებზე იქნება საუბარი, პრეზიდენტი მზად არის.
თუ საუბარი იქნება სხვა საკითხებზე, არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელშიც სხვა პოლიტიკური საკითხები განიხილება",- განაცხადა იმერლიშვილმა.
ცნობისთვის, პუტინმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული იქნებიან, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში იხილონ.