ლევან ბერძენიშვილი: საყდრისის მიმართ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება სამომავლოდ დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული!
უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს საყდრისის საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას, როგორც ამას პროცედურა მოითხოვს.
"როგორც კი ეს ინიციატივა პარლამენტში შემოვა, მას საკანონმდებლო ორგანო განიხილავს ისე, როგორც ამას პროცედურა მოითხოვს. პირადად მე, მხარს დავუჭერ ასეთი კომისიის შექმნას, რადგან მიმაჩნია, რომ რაც საყდრისთან დაკავშირებით მოხდა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან არასასახელო რამ. გადაწყვეტილება არ იყო სწორად მიღებული. ვფიქრობ, რომ კულტურული ძეგლის მიმართ გადადგმული იყო ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება სამომავლოდ დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მუშაობა განაახლა.