მუსიკალური აქცია-"ერთად მოივითხოვოთ საყდრისზე სამუშაოების შეჩერება"
მწვანე დღეები დეკემბერში-ყოველდღიური აქცია-კონცერტები
დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ბოლნისიდან ჩამოსული მუსიკოსები შეიკრიბებიან და დაიწყებენ მუსიკალურ აქციას საყდრისსზე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორები სტუდენტები არიან, რომლებიც საზოგადოებას მიმართავენ:
-"დღეიდან ყოველდღე მუსიკოსები შეიკრიბებიან ქუჩის კონცერტზე, რათა ერთად მოივითხოვოთ საყდრისზე სამუშაოების შეჩერება, ავამაღლოთ საზოგადოების განწყობა უმთავრეს სოციალურ და მწვანე პრობლემებზე საქართველოში. აქცია-კონცერტები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის პოზიციებს უპირველესად საყდრისის და შემდეგ სხვა დიდი პრობლემების მიმართ მუშათა უფლებების უგულვებელყოფა (ბოლნისში, ჭიათურაში, ზესტაფონში, რკინიგზაზე და სხვა მსხვილ საწარმოებში საქართველოს მასშტაბით), ეკოლოგიური კატასტროფები, დაიწყოს საწარმოების ნაციონალიზაციის პროცესი. არა დიდ ჰესებს საქართველოში! (ხუდონჰესი, რაჭის ჰესი, ყაზბეგში, აჭარაში და და ა.შ.) აქცია-კონცერტი არ არის რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიერ მართული, მასში მონაწილე ყველა მუსიკოსი თუ ხელოვანი იზიარებს ჩვენ მიერ წამოყენებულ მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებს.
შემოგვიერთდით, ერთად ყოველდღე გავძლიერდებით!"