ზვიად ნოდია:-საქართველოს ეკლესიისა და ერის გუშაგნო, სდექით ფხიზლად, მტკიცედ და შეუპოვრად!"
"საყდრისი გახდა თანამედროვე "ოქროს საწმისი"და ამ ეტაპის "მარაბდა"
პუბლიცისტი ზვიად ნოდია საყდრისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"საყდრისი გახდა თანამედროვე "ოქროს საწმისი"და ამ ეტაპის "მარაბდა", მაგრამ იქ დასაქმებული მოსახლეობისთვის, იგი ყოფილა "უბრალო მინდორი, რომელსაც, თუკი, მოსახლეობას ხელფასებს პენსიამდე შეუნარჩუნებენ, მაშინ მიუგდებენ მის დამცველებს"... "მინდორიოოო"... აბა, ვნახოთ, რას ლაპარაკობენ მასონები - " ეროვნულ-სარწმუნოებრივად დაუმორჩილებელ ერებს ჩვენ ჩავაყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უმაღლესი იდეალებიდან პირუტყვულ დონემდე დაეშვან" და აბა, ვნახოთ, რას ამბობს მათეს სახარებაში ქრისტე - " ცათა სასუფეველი წააგავს საუნჯეს, მინდორში დაფარულს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს"... საქართველოც ესეთი ოქროს"მინდორია", თავის ფლორიან-ფაუნიანად, ხალხიან-ტრადიციებიანად, მიწის წიაღ-კავკასიონიანად, რომლის გულის გამოთხრასაც ცდილობენ ფულისმძოველები, რომელთაც ნაყიდი აქვთ საქართველო, რის გამოც ერი უნდა აქციონ მომსახურე მონებად!!! სწორედ, ამის გამო და იმის გამო, რომ ქართველ მართლმადიდებლებს საუნჯე, არა მარტო მშობლიურ მინდორში, არამედ ცათა სასუფეველშიცა გვაქვთ და ეს გვაძლევს ძალას, რომ არ გადავგვარდეთ, - აი, ეს გახლავთ ფარული მიზეზი ჩვენი დაუსრულებელი ჯიჯგნისა მოყვრულად მოსეული მტრებისაგან! საქართველოს ეკლესიისა და ერის გუშაგნო, სდექით ფხიზლად, მტკიცედ და შეუპოვრად!"