კოტე კუბლაშვილი სასამართლო რეფორმის დაჩქარებაზე ევროპარლამენტის რეკომენდაციას ეთანხმება

კოტე კუბლაშვილი სასამართლო რეფორმის დაჩქარებაზე ევროპარლამენტის  რეკომენდაციას ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი საკითხი, რასაც რეფორმა უნდა შეეხოს, მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხია.

"ერთ-ერთი მთავარი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და რის გაკეთებასაც სასამართლო რეფორმა მოიაზრებს, არის ის, რომ გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. ეს უნდა იყოს რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობს პოლიტიკური ხელისუფლების ძალიან დიდი ნაწილი და ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. ყველა მოსამართლის აზრია, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა არის დიდი საფრთხე მათი დამოუკიდებლობისთვის. ასე რომ, რეფორმის პროცესში ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს უნდა იყოს. ამის გარდა, არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს, გამოსწორდეს. იმას, რაც ჩვენ დავიწყეთ, სჭირდება გაგრძელება; პირველი ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ არის საკითხები, სადაც საჭიროა კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: