"საზოგადოებრივ მაუწყებელს" დაფინანსება სამჯერ შეუმცირეს

"საზოგადოებრივ მაუწყებელს" დაფინანსება სამჯერ შეუმცირეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 20 მლნ. ლარით იზრდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას იმსჯელეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.


განათლების და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და პროგრამების მართვაზე 12,251.0 ლარია გამოყოფილი, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევის პროგრამაზე - 121,520.0 ლარი. საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება 83,548.0 ლარით დაფინანსდება.


განათლების სამინისტროსგან განსხვავდებით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 17მლნ 800 ათასი  ლარით მცირდება. 2012 წლის ბიუჯეტი 49 მლნ 600 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. 2013 წლის პროექტის მიხედვით კი, მისი ბიუჯეტი 31 მლნ 100 ათასი ლარი იქნება.


"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსების შემცირება დაფინანსების ფორმულითაა განპირობებული, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობაზეა დამოკიდებული",-  განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ.


დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაზე, რომელიც, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 50,288.1 ლარითაა განსაზღვრული.


რაც შეეხება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 67,800.0 ლარით განისაზღვრება. 36,898.7 ლარია გამოყოფილი ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: