ვალერი ხაბურზანია:-"რას ეწირებიან ქართველები ავღანეთში, რა უნდათ ჩვენ ჯარებს სამხრეთ აფრიკაში!"

ვალერი ხაბურზანია:-"რას ეწირებიან ქართველები ავღანეთში, რა უნდათ ჩვენ ჯარებს სამხრეთ აფრიკაში!"

   თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ვალერი ხაბურზანია სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"უპირველეს ყოვლისა სამძიმარი ვაჟკაცი ადამიანის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს, სამშობლოს!

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს მოქალაქეები არათუ საქართველოს ფარგლებს გარეთ (ნებისმიერი მოტივაციით), არამედ, საქართველოშიც არ უნდა იღუპებოდნენ საბრძოლო მოქმედებებში.

   თავდაცვის სამინისტრო გადადგამს ისტორიულ ნაბიჯს, თუ გამოიწვევს ჩვენ სამხედრო დანაყოფებს კონფლიქტური ზონებიდან, რას ეწირებიან ქართველები ავღანეთში, რა    უნდათ ჩვენ ჯარებს სამხრეთ აფრიკაში! დაბრუნეთ ჩვენი ბიჭები და გოგონებიც! 3 მილიონიან ერს ნამდვილად არა ყავს დასაღუპი შვილები..."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: