ზვიად ნოდია:-"ჯერ, შევარდნაძემ იხეირა და სააკაშვილს გადააბარა, მანაც იხეირა და მერე ივანიშვილს გადააბარა..."
პუბლიცისტი ზვიად ნოდია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს:
-"ზოგიერთ მეოცნებეს ჰგონია, რომ ამჟამინდელ მთავრობას უნდა გავუფრთხილდეთ, რათა--"მიშა არ შემობრუნდეს და საკუთარი ნააზრევის გამოთქმის უფლება არ დავკარგოთ"... მე კი ვთვლი, რომ -- თუ შემობრუნდა (რა სჭირთ სამაგისო, იმდენი ყავთ რეზერვში...), ესეც საერთო გეგმის ნაწილი იქნება, მსგავსად პუტინ-მედვედევის ურთიერთჩანაცვლებისა, ვინაიდან ესენი ერთი გუნდია: შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილისა... მოდით, შევადაროთ საქართველო, ჩამოწერილ შენობას, რომელსაც ყარაულები ნაწილ-ნაწილ შლიან და ცალკე ყარაულობაში იღებენ ფულს, ცალკე შენობის დაშლა-გაყიდვაში... საყდრისი ჩვენთვის ეროვნული სიმდიდრეა, მათთვის კი სარფიანი "ჯართი", რომელიც სააკაშვილმა ჩამოწერა 2013-ში ივანიშვილისიანელი ოდიშარიას მიმართვის საფუძველზე... ანუ, ერთმანეთს უტოვებენ, უნაწილებენ სახეიროს: ჯერ, შევარდნაძემ იხეირა და სააკაშვილს გადააბარა, მანაც იხეირა და მერე ივანიშვილს გადააბარა... ეს "შენობა" ჩამოწერა(დასაშლელ-დასანგრევად) დასავლეთის და ჩრდილოეთის მასონებმა, რომლებს შორისაც ისეთივე კოჰაბიტაცია თამაშდება, როგორიც ქოცებსა და ნაცებს შორის, რათა ერთმანეთზე გადაბრალებით დროში გაწელილ საბოტაჟში გაგუდონ საქართველო. ასეთ შემთხვევაში, ითქმის კი - "ნეტარ არიან მორწმუნენი"?!..