ირაკლი შიხიაშვილი: ამას უგუნურების მეტი სხვა სახელი არ აქვს!
2015 წლის ბიუჯეტით ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური 7,5 მილიონი ლარით დაფინანსდა, რომელსაც ყოფილი "ნაციონალი" ირაკლი შიხიაშვილი ხელმძღვანელობს. დღეს საქართველოში 70 ათასამდე ომის ვეტერანია, თითო ვეტერანის დახმარება 22 ლარს შეადგენს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შიხიაშვილის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და "ქართულ ოცნებას" შიხიაშვილისთვის 7 მილიონის ნდობის გამო შენიშვნა მისცა.
"უწყებას ჩემს სახელთან და გვართან აიგივებენ, ბიუჯეტს კი - ჩემს პირად შემოსავალთან, ამას უგუნურების მეტი სხვა სახელი არ აქვს", - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.