თამარ სანიკიძე: პედაგოგთა ხელფასების შემდგომი ზრდა 2015 წლის სექტემბერში იგეგმება!
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2016-17 აკადემიური წლისთვის მასწავლებლის ხელფასი იქნება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე უფრო მაღალი.
"პედაგოგთა ხელფასების შემდგომი ზრდა იგეგმება 2015 წლის სექტემბერში, მომდევნო - 2016 წლის აპრილში, საბოლოო ზედა საფეხურების დარეგულირება კი 2017 წლის იანვარში განხორციელდება", - განაცხადა სანიკიძემ.
მინისტრის თქმით, 2013 წელს მასწავლებლის საბაზო ხელფასი 70 ლარით გაიზარდა.