ირაკლი ალასანია: თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება!

ირაკლი ალასანია: თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება!

"უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი", - ასე აფასებს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას თავდაცვის უწყების ყოფილი პირველი პირი ირაკლი ალასანია.

 

 ალასანიას თქმით, აღნიშნული განცხადების გამო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

"გამიჭირდება ჩემი შემცვლელის პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთი თვის წინ თავად ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ეს იყო მართლაც ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც გაკეთდა. ყველა მეომარი, რომელიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, ჩვენ შესაბამისი ღირსებით უნდა ვიგლოვოთ და პატივი მივაგოთ. ამ კუთხით კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია, მაგრამ ჯერ თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: