გია ვოლსკი: თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება უნდა დავივიწყოთ!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება უნდა დავივიწყოთ. ამის შესახებ მან სამინისტროს მიერ გავრცელებული იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა ოჯახმა, ვუსამძიმრებ და მოვიწონებ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ თავის თავზე აიღოს ხარჯები, გადმოსვენება და ვფიქრობ, ღირსეულად უნდა დაიკრძალოს ის ადამიანი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. მეორე ნაწილია ის პოლიტიკური თემები, რომელიც უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.