დავით ბაქრაძე: თავდაცვის მინისტრის კაბინეტში მინდია ჯანელიძის ადგილი არ არის!
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით ბაქრაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კარგად ასახავდა მინისტრ ჯანელიძის მორალს და მის ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას.
"ამ განცხადების ტექნიკურ შეცდომად შეფასება გახლავთ საზოგადოების კიდევ ერთხელ დაცინვა და აბუჩად აგდება. არანაირი ტექნიკური შეცდომა აქ არ იყო. ვიხილეთ ძალიან მწყობრი განცხადება, რომელიც კარგად ასახავდა მინისტრ ჯანელიძის მორალს და მის ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას. ამიტომ, ადამიანი და მინისტრი, რომელიც აკეთებს ასეთ განცხადებას, რომელსაც გააჩნია ასეთი მორალი და ასეთი ხედვა სახელმწიფოსი, ვფიქრობ, ასეთი ადამიანის ადგილი თავდაცვის მინისტრის კაბინეტში არ არის", - განაცხადა ბაქრაძემ.