თემურ შაშიაშვილი:-"ქართული სული წაართვეს ქართულ განათლებას"
პარტია თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ქართულ განათლებას ქართული სული წაართვეს და ეს ყველაფერი ხდება დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში.
-"მე მივესალმები იმას, რომ ჟურნალისტები ჩავიდნენ შვეიცარაში. მე ვარ შვეიცარიული მოდელის მომხრე. ჟენევაში არის მსოფლიო ცენტრი განათლების და მე, როცა პირველი გუბერნატორი ჩავედი იქ, მითხრეს რა გვინდოდა იქ იმ ქვეყნიდან, რომელიც დიმიტრი უზნაძის ქვეყანაა. ჩვენ უნდა შევძლოთ განათლების სისტემა იმ პრინციპებზე იყოს აგებული, როგორც დიმიტრი უზნაძე ამბობდა. ჩვენ წავართვით განათლებას ის, რაც ჰქონდა ეროვნული და კარგი. ქვეყანას, რომელსაც ეროვნული განათლების სისტემა არ აქვს, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს"-განაცხადა შაშიაშვილმა "ივერიონის" პრესკლუბში.