"საყდრისის დაცვის კომიტეტი არ შევა კონფროტაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან"

"საყდრისის დაცვის კომიტეტი არ შევა კონფროტაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან"

   გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს "არემჯი გოლდი" წარმოების შეჩერებას გეგმავს. ამ ინფორმაციას სატდრისის დაცვის კომიტეტი ეხმაურება და ამბობს, რომ მათი მიზანი კომბინატის გაჩერება არ ყოფილა. კომიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

 

   "დღეს ჩვენთვის სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ  კომპანია" არემჯი გოლდი" გეგმავს წარმოების შეჩერებას, ამის მიზეზი სავარაუდოდ, საყდრისის გარშემო მიმდინარე მოვლენებია. დღის  ბოლოს გავრცელდა განცხადება, რომ "არემჯი გოლდში" დასაქმებული ადამიანები ფართომასშტაბიანი და პერმანენტული აქციებისთვის ემზადებიან.

   საყდრისის დაცვის კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა კომბინატის გაჩერება და ისედაც მძიმე სოციალური ფონის გაუარესება კაზრეთში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო და რჩება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება. საყდრისის დაცვის კომიტეტი არ შევა კონფროტაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან. 

   ჩვენი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის უცვლელი დაუშვან მეცნიერები ყაჩაღიანის ტერიტორიაზე და მიეცეთ არქეოლოგიური ობიექტიდან ინფორმაციის ამოღების საშუალება. საყდრისის დაცვის კომიტეტი მზადყოფნას  გამოთქვამს აწარმოოს დიალოგი  ხელისუფლების წარმომადგენლებთან,  პირველი რიგში პრემიერ მინისტრთან და მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია ძეგლის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ"-ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Useful write ups, Many thanks. casino en ligne Regards, Lots of postings! casino en ligne francais Many thanks! Wonderful stuff. casino en ligne francais Truly plenty of superb facts! casino en ligne Thanks! Wonderful stuff. casino en ligne Many thanks, Lots of advice! casino en ligne francais Awesome write ups Many thanks. casino en ligne Thanks. A good amount of data! casino en ligne fiable Thank you! I appreciate this! casino en ligne Wonderful postings. Thank you. casino en ligne

Facebook კომენტარები: