ლევან სამუშია: მაინტერესებს რატომ არ ასაჯაროებს შსს ინფორმაციას?!

ლევან სამუშია: მაინტერესებს რატომ არ ასაჯაროებს შსს ინფორმაციას?!

2014 წლის 26 ნოემბერს  მივმართეთ  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს  ალექსანდრე ჭიკაიძეს  და  მოვითხოვეთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოეწოდებინათ  შემდეგი სახის ინფორმაცია: 

აქვს  თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს  შპს  „დელტა-კომმთან“, აგრეთვე, სხვა კომპანიებთან  გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ინტერნეტით მომსახურეობის შესახებ. ამასთან, ვითხოვდით -  დადებითი პასუხის შემთხვევაში ეცნობებინათ, თუ რა რაოდენობის თანხებს უხდის  შსს  შპს  „დელტა-კომმს“, აგრეთვე, სხვა კომპანიებს მომსახურეობისთვის  ყოველთვიურად, 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე.

მიუხედავად  კანონით განსაზღვრული ვადებისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩვენი განცხადება უპასუხოდ    დატოვა  და არ მოგვაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.
 
2014  წლის 15  დეკემბერს  კვალავ მივმართეთ  შს  მინისტრს  და  მოვითხოვეთ   ინფორმაციის  გადმოცემა, რაზეც  დღეის  მდგომარეობით პასუხი  არ მიგვიღია.
 
2014 წლის 22 დეკემბერს 11 საათზე შუამდგომლობით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვეთ გამოიტანოს შესაბამისი განჩინება, რითაც დაავალდებულებს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოთ ხსენებული ინფორმაციის დაცვის მხარისთვის გადაცემას.
 
ვნახოთ, საით გადაიხრება თემიდას სასწორი და აღასრულებს თუ არა სასამართლო მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.


ადვოკატი ლევან სამუშია

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Cheers! Very good stuff. casino en ligne Many thanks. An abundance of information! casino en ligne France Thanks a lot, Ample tips! casino en ligne France Really plenty of useful info! casino en ligne You actually said that exceptionally well! casino en ligne Kudos! Numerous info! casino en ligne fiable Amazing tons of excellent tips! casino en ligne With thanks! Helpful information! meilleur casino en ligne Wonderful facts, Thank you. casino en ligne francais Info nicely considered!! casino en ligne fiable

Facebook კომენტარები: