თინა ხიდაშელი: "მაესტრო" წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ?!

თინა ხიდაშელი: "მაესტრო" წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი facebook-ის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


"და ვფიქრობ "მაესტროზე". იცით, თავის დროზე ასე დავთმეთ "რუსთავი 2", მაყურებელმა, გულშემატკივარმა, მისთვის მებრძოლებმა. მერე "იმედი". ახლა, როგორც ჩანს, "მაესტრო" წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ?! მერე რა, რომ კერძოა. ტელევიზიაა, კონსერვებს კი არ უშვებს. საჯარო სივრცეა, ჩვენი, ყველასია, მე ადრე დავწერე "მაესტრო" ჩემი ტელევიზაა-თქო და ახლაც ასე მგონია და მისი გადარჩენისთვის ბრძოლა მინდა. ოღონდ სიმართლე უნდა ვიცოდეთ და "მაესტროს" ერთგული მაყურებელი ამ სიმართლეს იმსახურებს. ამიტომ ისე ნუ გაატარებთ, განცხადება დავწერე და წავედიო, მოგვიყევით სიმართლე", - წერს ხიდაშელი .


"მაესტროზე" სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: