კოტე კუბლაშვილი:"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელი არ უნდა იყოს!"
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება, პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელი არ უნდა იყოს.
"პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს მას კავშირი, ანუ არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც აშკარაა, რომ პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში, რთული იქნება იმის დასაბუთება, რომ ეს ადამიანი იქნება მიუკერძოებელი. ეს ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმის კარგი მცოდნე, კარგი იურისტი, შეიძლება არ ჰქონდეს მოსამართლის გამოცდილება, მაგრამ უნდა ესმოდეს კარგად სისტემა და ასევე უნდა იყოს გამორჩეული იმ საკითხებში, როგორიც სასამართლოა", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
ცნობისთვის: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.