კახა კოჟორიძე: მაქვს რამდენიმე მოსაზრება, თუ სად გავაგრძელებს ჩემს პროფესიულ საქმიანობას!
დღეს საია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ამჟამინდელ თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს, წესდების მიხედვით, ერთი წლის ვადით შეეძლო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე კენჭისყრა, მაგრამ მან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კახა კოჟორიძე საია-ს გამგეობის წევრად დარჩება. აღნიშნულზე კოჟორიძემ "რუსთავი2"-ს ეთერში ისაუბრა.
"საია-ს ყველა თავმჯდომარე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ ყოფილა ამ თანამდებობაზე, შესაბამისად, მეც ვაპირებ, რომ ეს ტრადიცია დავიცვა და ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს რამდენიმე ღირსეული კანდიდატიც. მაქვს რამდენიმე მოსაზრება, თუ სად გავაგრძელებს ჩემს პროფესიულ საქმიანობას, თუმცა, ამის შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ მსურს, რადგან საბოლოოდ გადაწყვეტილი არ მაქვს", - განაცხადა კოჟორიძემ.