მერაბ შათირიშვილი: ნუ ჩამოაყალიბებთ კიდევ ერთ სახიფათო ინსტიტუტს!
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ბ-ნი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში პენიტენციალურ სისტემაში მოსალოდნელ რეფორმას ეხმაურება და სამინისტროს გარკვეულ რეკომენდაციასაც სთავაზობს:
„ჯერ ერთი, მსჯავრდებული კი არა: მსჯავრდადებული, მეორეც, დაიმახსოვრეთ ჩემი სიყვა: ქურდული იდეოლოგიის მატარებელი, მსჯავრდადებული პატიმართა იზოლირება ცალკე დაწესებულებაში, გამოიწვევს ამ საპატიმროს ქურდული იდეოლოგიის მყარ "ინსტიტუტად" გადაქცევას - ცენტრად, საიდანაც ფარული და იდუმალი გზებით დანარჩენი საპატიმროები თუ დაწესებულებები, ასევე ქუჩა და გარდამტეხი ასაკის მოზარდნი, მიიღებენ სამაგალითო, მოსახიბლავად წასაბაძ ინფორმაციებსა და მითითებებს... როცა არ იცნობთ თემატიკას, ასე ადვილად ნუ ეჭიდებით მის დაძლევას, ასეთი ხერხით უარესად გაამყარებთ ქურდულ იდეოლოგიას, რამეთუ, არ გესმით და არ ითვალისწინებთ კავკასიურ მენტალობას, რომელიც ხასიათდება: რაც უფრო მეტი დაწოლაა, მით უფრო მეტი ამომგდები ძალა გააჩნია დამძიმებულ ობიექტს... დამიჯერეთ, ნუ ჩამოვაყალიბებთ, კიდევ ერთ სახიფათო ინსტიტუტს: იზოლირებულ "ქურდულ აკადემიას"... ამ სიტყვებს მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით და დაიმახსოვრეთ!..“