დავით ბერძენიშვილი: "ძალიან არ მინდა, რომ ტელევიზია, რომელსაც ვგულშემატკივრობთ ბიზნეს-პოლიტიკური გახდეს!"
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი ტელეკომპანია "მაესტროში" ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"მე ევრაზიელი ქართველი დავარქვი კოტე გოგელიას. ძალიან არ მინდა, რომ ტელევიზია, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ვგულშემატკივრობთ, ვეხმარებით, აღმოჩნდეს მარგინალიზებული და გახდეს ბიზნეს-პოლიტიკური, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.