საპროტესტო მსვლელობა ავტომობილების კოლონით
24 დეკემბერს, 12:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ენერგეტიკის სამინისტრომდე, დაიწყება საპროტესტო მსვლელობა ავტომობილების კოლონით "ბენზინზე მონოპოლისტური ფასების წინააღმდეგ".
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, შეკრება 12:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიის" წინ შადრევანთან მოხდება და იქიდან დაიძრება კოლონა.