კოკა ყანდიაშვილი:-"თავის მოკვლას არ ვაპირებ, დამაცადეთ, ნახეთ რასაც გავაკეთებ"

კოკა ყანდიაშვილი:-"თავის მოკვლას არ ვაპირებ, დამაცადეთ, ნახეთ რასაც გავაკეთებ"

   "მაესტროსთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კოკა ყანდიაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

   -"მაესტროზე, ჩემზე და მომავალზე.

 

1) არ მაქვს გადაწყვეტილი, დავტოვებ კანცელარიას და დავუბრუნდები ტელევიზიას თუ არა.

 

2) ამ ეტაპზე, არ ვიღებ მონაწილეობას "მაესტროს" მენეჯმენტში - და არც ვაპირებ, იმ შემთხვევაშიც კი - თუ ჩემი სტუდიის გადაცემას, ტელეკომპანია "მაესტრო" შეიძენს. მიუხედავად მაესტროს ხელმძღვანელებთან ჩემი თითქმის 20 წლიანი მეგობრობისა.

 

3) არ მივიღებ ყოფილი მაესტროელების პრეტენზიებს. მგონია, რომ სამწუხაროდ შეცდომაში არიან შეყვანილნი. მიუხედავად ყველაფრისა - ვუსურვებ წარმატებებს.

 

4) ანგელოზი არ ვარ, არც თქვენ ხართ ანგელოზები, ამიტომ დაფიქრდით, თავად გაეცით პასუხი ამ კითხვას:

 

- მე 44 წლის ადამიანი ვარ,

 

- რომელსაც უკვე გამოვლილი მაქვს მთავრობის მიმართ ჩემი ლოიალობის შედეგები (იმ დროს სახელმწიფო ტელევიზიის პირობებში - რაც ხმამაღლა ვაღიარე...)

 

- და შემდეგ 10 წლიანი დევნა (რის გამოც ცხოვრების თავიდან დაწყება მომიწია).

 

- და ბოლოს, თითქმის 2 წელი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობა,( ძალიან საინტერესო გამოცდილება და მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობა)

 

- რად უნდა მიღირდეს? რატომ უნდა დავუბრუნდე კვლავ ეკრანს თუ ისევ ვინმეს (მთავრობა, ბიზნესი, გვატემალა.... და ა.შ.) ინტერესები უნდა გავატარო? ეს ხომ - თავის მოკვლის ტოლფასია? მე კი ამას არ ვაპირებ. ღმერთის წყალობით - ჯერ ბაბუა გავხდები, მერე დიდი ბაბუა.... ამიტომ - დამაცადეთ, ნახეთ რასაც გავაკეთებ და მხოლოდ მაშინ გამოიტანეთ ყველამ საკუთარი დასკვნა. მაყურებელი არასდროს ცდება!!!

 

5) მე მაქვს მეორე შანსი. რაც ვიცი ტელევიზიაა, მინდა და მიყვარს ამ საქმის კეთება. რომელ არხზეც არ უნდა გავიდეს ჩემი გადაცემა - უბრალოდ მისურვეთ წარმატება !!!

 

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, მტერსაც და მოყვარესაც - იხარეთ!!!

 

პატივისცემით, კოკა ყანდიაშვილი!

 

პ.ს. ამ თემაზე, ჩემგან სხვა კომენტარს ნუ დაელოდებით. სიახლეებს - აუცილებლად გაგაგებინებთ!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: