მინდია ჯანელიძე:-"რამდენიმე დღეში ყველა კითხვას გავცემ პასუხს"
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გადრაცვალებასთან დაკავშირებულ თავადაცვის სამინისტროს განცხადებაზე გაჩენილ კითხვებს მინისტრი მინდია ჯანელიძე პასუხს დაკრძალვის შემდეგ გასცემს. ამის შესახებ მან გაზეთი "ალიათან" საუბარში განაცხადა.
-"აქ მხოლოდ ჩემზე არ არის ლაპარაკი, თუ ამ ტენდენციას შესაბამისი სახელმწიფოებრივი პასუხი არ გაეცა, ეს ყველაფერი ცუდ ფორმებს მიიღებს. ვიტოვებ უფლებას, ამ საკითხზე დღეს მეტი არაფერი ვთქვა, გაძლევთ პირობას, რამდენიმე დღეში, პირადად თქვენ მოგცემთ ინტერვიუს და ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხებ", - ამბობს ჯანელიძე ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას.