ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნოდარ ხადური: "ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა დამოკიდებული!"

ნოდარ ხადური: "ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა დამოკიდებული!"

  კომპანია RMG-ის მუშაობის ფაქტობრივი შეჩერების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლნისის რაიონს წელს 9 მილიონი გამოეყო. განცხადება ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 


"2012-2013 წლებში, კომპანიის სახელფასო ფონდი შესაბამისად 41 მილიონი და 35 მილიონი ლარი იყო, ანუ ჯამში 2 წლის განმავლობაში 76 მილიონი ლარი გაიცა მხოლოდ ხელფასის სახით, წელს კი მხოლოდ 400 ათასი ლარია გაცემული. ფაქტობრივად, გაჩერებულია საწარმო. ამავე დროს, ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა დამოკიდებული. წელს ჩვენ მოგვიწია რაიონისთვის 9 მილიონის მიცემა, მაშინ როცა წინა წლებში ბოლნისის ბიუჯეტს ფულს არ ვაძლევდით. ეს კომპანია მთლიანად ინახავდა რაიონს", - განაცხადა ხადურმა.


მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული კომპანიის სახელფასო ფონდის შესახებ ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: