მანანა ორბელიანი:-"საზოგადოება მოუწოდებს ივანიშვილს შეწყვიტოს კანონის უხეში ხელყოფა"
"საზოგადოება მოუწოდებს ივანიშვილს შეწყვიტოს კანონის უხეში ხელყოფა. შეწყვიტოს საკუთარი ბიზნეს-ინტერესების გატარების გამო საყდრისის განადგურება!"
2014 წლის, 23 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გამართული აქცია კაზრეთიდან ჩამოყვანილი, GMG-GOLD-ის მიერ თითქოსდა საყდრისის ოქროს საბადოზე "დასაქმებულ მშრომელთა პროტესტი" მოთხოვნით:- "საყდრისი არ უნდა გადარჩეს", სხვა არაფერია თუ არა თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ მის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ორგანიზებული სპექტაკლი, საყდრისის ოქროს საბადოს საბოლოოდ განადგურების მიზნით. როგორც ვიცით დემონსტრანტები აქციის შემდეგ, მთავრობის კანცელარიაში, კანცელარიის უფროსმა ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო, ეს უკანასკნელი მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორ დავით ხატიაშვილის მეუღლეა.
ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორ დავით ხატიაშვილის მეუღლე მთავრობის კანცელარიის უფროსადაა დანიშნული პრემიერ ივანიშვილის 2012 წლის 1 ნოემბრის № 1542 ბრძანებით, 2012 წლის 1 ნოემბრის№1553 პრემიერ ივანიშვილის ბრძანების მიხედვით, მას კანცელარიაში მანამდე ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის გამგეობაში არსებული უფლებამოსილებები აქვს მინდობილი და ამ ქალბატონის უფლება -ვალდებულებას მთავრობის ადმინისტრაციის ტექნიკურ პერსონალზე ზედამხედველობა წარმოადგენს ამასთან ერთად კანონის რეჟიმითაა მკაცრად განსაზღვრული კანცელარიის უფროსის უფლებამოსილების ფარგლები, მაგრამ ეს ქალბატონი ფაქტიურად პრემიერ მინისტრობს , იგი უფლებამოსილების გადამეტებით და თვითნებურად თანამდებობაზე ნიშნავს, ათავისუფლებს, აწინაურებს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტისა და სამსახურების უფროსებს, კანონდარღვევით განკარგავს ფინანსურ სახსრებს. ეს მშვენიერი ქალბატონი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, ღარიბაშვილის მეთვალყურეობა ევალება და ასინეთას როლს ასრულებს მთავრობის ადმინისტრაციაში მოვლენების მამა მარჩენალის დაწვრილებით ინფორმირების საკითხში.
ეხლა უნდა გავცეთ პასუხი შეკითხვას, რამდენად უფლებამოსილი ბრძანდებოდა მაია ცქიტიშვილი, დავით ხატიაშვილის მეუღლე, ოჯახით ბენდუქიძისა და ივანიშვილების ბიზნეს პარტნიორობაში გადასკვნილი და საყდრისის ოქროს საბადოზე წილის მფლობელი, - ეხლანდელი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი------ რეგიონიდან, მისი მეუღლის ორგანიზებით ჩამორეკილ საყდრისის ოქროს საბადოზე "დასასაქმებელ მშრომელებს" შეხვედროდა ????????
როგორც აღვნიშნეთ, ცქიტიშვილს კანონის თანახმად მთავრობის საქმიანობის ხელშეწყობა და ტექნიკურ პერსონალზე ზედამხედველობა ევალება. რეგიონალურ პოლიტიკას სახელმწიფოში პრემიერი, მისი არყოფნისას ვიცე -პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი,დავით შავლიაშვილი ახორციელებს .
ივანიშვილის დაკვეთით ცქიტიშვილ- ხატიაშვილების მიერ კაზრეთიდან ლარ- ლარ ნახევრად ,ჩამორეკილი "დასასაქმებელ მშრომელთა მთავრობის ადმინისტრაციაში მიღება", სხვა არაფერია თუ არა კანონის უხეში ხელყოფა, მდაბიო სულისა და ცოდნის დონის დემონსტრირება და ივანიშვილ -ცქიტიშვილ- ხატიაშვილების მიერ საკუთარი მერკანტილური ინტერესების გატარების მიზნით ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლის- საყდრისის ოქროს საბადოს საბოლოოდ განადგურებისაკენ დაუნდობლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
ქალბატონ ცქიტიშვილის უხეშად არენაზე გამოჭენება განპირობებულია, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო სადაც იგი საზოგადოებას ანდობს აირჩიოს ან საყდრისის განადგურება , ან კიდე "3000- მშრომელთა 6 თვიანი " დასაქმება. ღარიბაშვილის უკანასკნელი განცხადება ივანიშვილის მიერ მიჩნეულია, პრემიერის სისუსტედ, მისი ბიზნეს ინტერესების ხელყოფად და ამდენად "პროცესების სამართავად არაუფლებამოსილი "ცქიტიშვილი გამომზიურება დასჭირდა , რომელიც უფლებამოსილების გადამეტებით და ბოროტად გამოყენებით თვითნებობს , კანონის უზენაესობის პრინციპს ხელყოფს, დაინტერესებული ჰიპერკორუმპირებული პირია და იგი, მაია ცქიტიშვილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ.
მანანა ორბელიანი