რატომ ააფრიალა "რეფორმატორების" ლიდერმა სახლზე საქართველოს დროშა

რატომ ააფრიალა "რეფორმატორების" ლიდერმა სახლზე საქართველოს დროშა

   "რეფორმატორების" ლიდერმა ირაკლი ღლონტმა საკუთარ აივანზე საქართველოს დროშა ააფრიალა, შემდეგ კი საზოგადოებას ინიციატივის გასაზიარებლად მიმართა.

 

   -"ამერიკაში მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფასადზე აღმართული აქვს ამერიკის დროშა, ისინი ამას განსაკუთრებული პატივით აკეთებენ და ამაყობენ ამ ეროვნული სიმბოლიკით, უვლიან და პატივს სცემენ მას. ამით ისინი პატივს სცემენ საკუთარ თავს, ამერიკას და ამერიკელ ხალხს !

   მე შეშფოთებული ვარ ინტერნეტში გავრცელებული კადრებით, რომელიც გადაღებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩამოხსნილი დროშები მოთავსებული იყო ნაგვის ურნაში.

   გთავაზობთ ინიციატივას, რომ შესაძლებლობის მიხედვით მთელ საქართველოში, ყველამ ავაფრიალოთ საცხოვრებელი სახლების ფასადზე საქართველოს დროშა და პატივი ვცეთ მას ! პატივი ვცეთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას !

   მე ჩემი სახლის აივანზე უკვე ავაფრიალე საქართველოს დროშა ! იგი იქნება მანამ, ვიდრე ვიქნები მე !

   გისურვებთ ინიციატივის გაზიარებას"_მიმართა საზოგადოებას სოციალური ქსელით ირაკლი ღლონტმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: