ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

,,იცნობდეთ ჩემი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას"

,,იცნობდეთ ჩემი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას"

   დღეს პროექტის -,,იცნობდეთ ჩემი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას"" პრერზენტაცია გაიმართება

   გალის რაიონის რესურსცენტრის ორგანიზებით პროექტის პრეზენტაცია ,,იცნობდეთ ჩემი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას" გაიმართება. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში 25 დეკემბერს 16:00 საათზე დაიწყება.

   პროექტის ფარგლებში გამოიფინება თემატური ბანერები და გალიდან გადმოტანილი სიძველეები, ფოტო ალბომები. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ისტორიული სამურზაყანოს– გალის რაიონის კულტურული ფასეულობისა და მისი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ასევე, მხატვრის დავით ბაძაღუას ნამუშევრები - აფხაზეთის სხვადასხვა ეკლესიების ტილოები.

   რესურსცენტრი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გალის რაიონიდან მიღებულ მასალებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში შექმნილ კულტურულ ფასეულობათა სამსახურს გადასცემს. 

   პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო გალის რაიონის 17–ზე მეტმა სკოლამ. ღონისძიებას დაესწრებიან პროექტში ჩართული მოსწავლეები და კოორდინატორი მასწავლებლები. საუკეთესო ნამუშევრების წარმომდგენი სკოლები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. 

   პროექტის მხარდამჭერია საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნება", რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ისტორიული სამურზაყანოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: