თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს დეპუტატების ნაწილი თავდებში უდგებიან

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს დეპუტატების ნაწილი თავდებში უდგებიან

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს საზოგადოების ცნობილი სახეები და პარლამენტარების ნაწილი თავდებში უდგებიან.
 აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობას სასამართლოში უახლოეს პერიოდში წარადგენენ. დაკავებულებს თავდებში 37 პირი უდგება. დეპუტატებს შორის არიან როგორც "თავისუფალი დემოკრატები", ასევევ "რესპუბლიკელების" და "ეროვნული ფორუმის" წევრები.
დაკავებულებს თავდებში უდგებიან: ელდარ შენგელაია, ვახტანგ კახიძე, ჯემალ სეფიაშვილი, ზურაბ აბაშიძე, ანი მიროტაძე, შალვა კიკნაველიძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამაზ შიოშვილი, თემურ მაისურაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ნოდარ ებანოიძე, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი, გიგლა აგულაშვილი, დავით ონოფრიშვილი, გია ცაგარეიშვილი, ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების ადვოკატებმა განაცხადეს.

 

ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე განცხადებას ხელს აწერენ: რატი ამაღლობელი, დავით მაღრაძე, გიორგი ხოშტარია, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, კოტე ჯანდიერი, გია ყარყარაშვილი, თემურ ნანუაშვილი, მამუკა მიქელაძე, რომან შაქარიშვილი, ლალი ჩიკვაიძე, ნანა შონია, ბასა და თამარ ფოცხიშვილები, მიხეილ ყაველაშვილი და თამაზ ჯოლოგუა.
კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ, დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობით ადვოკატები სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავენ და იმედოვნებენ, რომ მათი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: