ზურაბ შამათავა გაანთავისუფლეს!
მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა გათავისუფლდა. შამათავამ ციხის ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
ზურაბ შამათავა დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული თანხის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
შამათავას ოჯახის წევრებმა გირაოს თანხა- 20 000 ლარი დღეს გადაიხადეს.
შეგახსენებთ რომ ლV ბრიგადის მეთაურს შამათავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლით აქვს წაყენებული, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. სასამართლო პროცესი ზურაბ შამათვას, გიორგი კალანდაძისა და ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით 25 დეკემბერს არის დანიშნული