2015 წლის რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილება

2015 წლის რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილება

2015 წლის რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილება, აღნიშნულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.  ირაკლი ღარიბაშვილმა  საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.

"ეს არის ევროპასთან დაახლოების ისტორიული მნიშვნელობის პროცესი, რომელიც ყველამ ერთად ღირსეულად უნდა გავიაროთ და საბოლოო წარმატებით დავაგვირგვინოთ. ეს შეთანხმება არის ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმა. მომავალი წლის რიგის სამიტზე ასევე განიხილება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა და წარმატებით გადავედით მეორე ფაზაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: