ირაკლი ღარიბაშვილი: "ეს არის ცუდი სიგნალი და არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ეს არის ცუდი სიგნალი და არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს"

რუსეთთან მიმართებაში, მიუხედავად ჩვენს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა, ვიტყოდი, არაადეკვატური იყო მათი ნაბიჯი, რაც გადმოიდგა.  ვგულისხმობ აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებასა და დაანონსებულ შეთანხმებას ცხინვალთან. აღნიშნულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

  პრესკონფერენციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ე.წ. ოპონენტების შენიშვნებს ვერ მიიღებს,რადგან სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში საქართველომ  ასზე მეტი სოფელი დაკარგა.
 
"ოპონენტებში თუ "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობთ, რომელთა პოლიტიკამაც განაპირობა, რომ დღევანდელი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, მათ კრიტიკას ვერ მივიღებ. ისინი არიან პასუხისმგებლები იმ საშინელებაზე, რაც დატრიალდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გალის რაიონსა და ცხინვალის რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა. წინა ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დავკარგეთ ასზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა.

ამ მხრივ ძალიან რთული სიტუაციაა. რუსეთთან მიმართებაში, მიუხედავად ჩვენს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა, ვიტყოდი, არაადეკვატური იყო მათი ნაბიჯი, რაც გადმოიდგა.  ვგულისხმობ აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებასა და დაანონსებულ შეთანხმებას ცხინვალთან. ეს არის ცუდი სიგნალი და არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვართ და ვიქნებით, მაგრამ ამავდროულად ვიქნებით პრინციპულები იმ საკითხთან, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: