დავით საგანელიძე: "ოპოზიცია საყდრისის თემით სარგებლობს და დემაგოგიას ეწევა"

დავით საგანელიძე: "ოპოზიცია საყდრისის თემით სარგებლობს და დემაგოგიას ეწევა"

ოპოზიცია საყდრისის თემით სარგებლობს და დემაგოგიას ეწევა. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს კანონმდებლები საყდრისის თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე იმსჯელებენ.

"თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ, პარლამენტმა კენჭი გუშინ უყარა.

"ნებისმიერი თემა, თუნდაც ეს ეხებოდეს ჩვენს სიძველეებს, ხდება ზოგიერთ პოლიტიკური ძალის ხელში დემაგოგიის საკითხი. შევთავაზეთ ორივე ოპოზიციურ პარტიას, რომ მათ გაეერთიანებინათ და ეს თემა განგვეხილა, არ მოინდომეს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივებს, ჩვენ ამ ინიციატივებზე 9 წელი ვიცხოვრეთ და მიმაჩნია, რომ მას აღარ უნდა გავყვეთ", - განაცხადა საგანელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: