ტელეკომპანია „აჭარა“- საზოგადოებრივი მაუწყებელი?!

ტელეკომპანია „აჭარა“- საზოგადოებრივი მაუწყებელი?!

არჩევნების შემდეგ „აჭარის“ ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთების ინიციატივამ გაიჟღერა საზოგადოებაში, ხელისუფლებაში. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა.

 

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა ცეცხლაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 2012 წლის 2 ნოემბერს დატოვა.  არჩევნების შემდეგ ამ პოსტზე “ინფო 9” –ის ჟურნალისტ მარინა კუპრეიშვილისა და “გურია ნიუსის” ჟურნალისტ ზურაბ ბაუჟაძის კანდიდატურებს მოიაზრებდნენ. თუმცა დღესდღეობით აჭარაში  საზოგადოების ნაწილი ყველაზე აქტიურად რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტის, ნატა იმედაიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე 6 ნოემბერს გამოჩნდა იმედაიშვილის მხარდამჭერი გვერდი სახელწოდებით - “ნატა იმედაიშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი”.  გვერდი დღემდე 400-მდე ადამიანმა მოიწონა, 50-მდე ადამიანმა გააზიარა და 100-მდე მომხმარებელმა კომენტარი გააკეთა. კომენტარები ძირითადად მილოცვითი ხასიათისაა. 

 

ნატა იმედაიშვილს აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. თუმცა არც ის იცის, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება, თუ - არა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: