ირაკლი ღარიბაშვილი:"მოვუწოდებ ეკონომიკურ გუნდს, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პროცესებზე კიდევ ერთხელ ისაუბრონ"
ლარის კურსის გაუფასურება მთავრობის არასწორი პოლიტიკით არ იყო განპირობებული. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემჟამებელ განცხადებაზე გააკეთა.
"ეს განპირობებული იყო მთელი რიგი ფაქტორებით. ლარის კურსის გაუფასურება არ იყო განპირობებული მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო. ეს არის დამოკიდებული რეგიონზე, ექსპორტზე, გადმორიცხვები არის შემცირებული. მოვუწოდებ ფინანსთა მინისტრს, ეკონომიკურ გუნდს, კიდევ ერთხელ ისაუბრონ ამ პროცესებზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებს, კიდევ ერთხელ ისაუბრონ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პროცესებზე.