ირაკლი ღარიბაშვილი: "ვისურვებდი, კიდევ უფრო მოხდეს საწვავის ფასის კლება, ასეც იქნება"
ვისურვებდი, კიდევ უფრო მოხდეს საწვავის ფასის კლება, ასეც იქნება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. აღნიშნულზე ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"ვიცი, რომ საწვავის ფასები მოსახლეობას აწუხებს. ის, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები იკლებს და ამის ასახვა არ ხდება საქართველოს ბაზარზე, აბსოლუტურად მიუღებელია. კონკურენციის სააგენტო მუშაობს საკითხზე. ძირეული შესწავლა უცებ ვერ მოხდება, მაგრამ გვაქვს პირველადი ანალიზი. ვისურვებდი, კიდევ უფრო მოხდეს საწვავის ფასის კლება. ჩემი ინფორმაციით, ასეც იქნება. ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.