დავით უსუფაშვილი:"პარლამენტში მომხდარ ინციდენტს შევისწავლით და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა სანქცია იქნება გამოყენებული"
პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და მომხდართან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული.
უსუფაშვილის თქმით, ამომრჩეველმა მათ ქვეყნის ბედი ანდო, რასაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სჭირდება, მათ შორის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ მოქმედებებზე.
"რაც პარლამენტში მოხდა და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად არ იმსახურებს იმას, როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს. ამისთვის არ ვართ აქ. ამიტომ დღევანდელი ინცინდენტი სრულფასოვანად გაირკვევა - ყველა ზომის, უმკაცრესი საშუალებების გამოყენება, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით და კანონმდებლობით, სრულიად აუცილებელია. ამიტომ ეს მოხდება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დროს, არ ვიცი რა მოტივით და რა მიზნით, მოხდა ის, რაც მოხდა. შემდგომი რეაქციები უკვე ჯაჭვური რეაქციებით წავიდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.