მანანა ორბელიანი: წადით დროულად, სანამ აბობოქრებული ზვირთები წაგიღებთ თქვენც და საქართველოსაც!

მანანა ორბელიანი: წადით დროულად, სანამ აბობოქრებული ზვირთები წაგიღებთ თქვენც და საქართველოსაც!

გუშინწინ „ივერიონში“ გამოქვეყნდა ქალბატონ მანანა ორბელიანის სტატია „საზოგადოება მოუწოდებს ივანიშვილს შეწყვიტოს კანონის უხეში ხელყოფა“.


როგორც ირკვევა, მან შემთხვევით მოახერხა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და საქმის კურსშიც ჩააყენა, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა ამით მაინც ვერ ამოიწურა.


გთავაზობთ მანანა ორბელიანის ახალ მიმართვას პრემიერისადმი, რომელიც ამ წუთებში მივიღეთ.


მიმართვას გთავაზობთ ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე:


„ღარიბაშვილმა ამ განცხადებით მე მიპასუხა, რისთვისაც მას მადლობა. რამეთუ ჩემი დრო დაზოგა და მთავრობის კანცელარიაში მისვლას გადაურჩი. ნებისმიერი ფრაზა გამოთქმული ჩემი პიროვნების ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ჩრდილის მისაყენებლად, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი ნგრევის ტოლფასია, რამეთუ რაც არ მეკადრება მას არ მივიღებ. ეხლა დემაგოგიც გამოვედი..., ეს მე შევხვდი ბატონ ღარიბაშვილს გუშინ ფილარმონიაში მორის ჯანაშვილის კონცერტის დროს და პერსონალურად ვთხოვე შეაჩეროს საყდრისის ნგრევა. მთავარი პრემიერის ამ 26.12 14 წლის განცხადებაში ის არის, რომ ის ვერ აჩერებს ამ ნგრევას. ის ვერ პრემიერობს.ადამიანურად ეს ყმაწვილი სულაც არ არის ცუდი პიროვნება, იგი საკუთარი თავის ძალაუფლებაში ყოფნის მძევალია. უყოყმანოდ უთმობს პრემიერობას, კკანცელარიის უფროსს ქალბატონ ცქიტიშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორ ბატონი დავით ხატიაშვილის მეუღლეა, მისი ნდობით აღჭურვილი და ღარიბაშვილზე სამეთვალყურეოდ გამწესებული პირია. მთელი შოუ 1000 "მშრომელის" ჩამოყვანის, საყდრისში კარვენის გაშლის," შიმშილობის" სცენებით წამხედურა და მეტად უნიჭო ცქიტიშვილის ხელწერაა, რაც სერიოზულად ვერ იქნება მიღებულუ. ეხლა პასუხი უნდა გავცე მართლაც, რომ დემაგოგიურ სპეკულირებას პრემიერისას.არ ვიცი, რამდენად შეიძლება იურიდიულად გაუნათლებელი იყოს ადამიანი, რომელიც სასამართლოს მიერ ყადაღადადებულ ობიექტის აფეთქების შემდეგ არჩევანისა და არადანის რეჟიმში აყენებს საკითხს გადასაწყვეტად: ან 3000 ოჯახის 6 თვიანი დასაქმება ან ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა. როცა ყადაღა დადებული ობიექტს შეეხებიან, იქ მყისიერად აღიძვრის სისხლის სამართლის საქმე, ობიექტი ილუქება და იწყება გამოძიება. ამ მოქმედების შესრულებაზე პასუხისმგებელმა პრემიერმა და მთელმა მთავრობამ მოკითხა პროკურატურას და იუსტიციის მინისტრს აღძრეს თუ არა სისხლის სამართლის საქმე? დააკავეს ამფეთქებლები? დალუქეს ობიექტი?. არჩევან არედანის სტილში სახელმწიფოს მართვა სადაური წესია??? ფაქტია კანონზე ზევით დგას თქვენი დამსაქმებელი და ამას სრულიად საქართველოს ინტერესები ეწირება. ნებისმიერ შემთხვევაში თუ მიიჩნევთ, რომ საკითხის ირგვლივ პლებისციტი უნდა ჩატარდეს და საზოგადოებამ ხმის მიცემის უმრავლესობით გადაწყვიტოს დაინგრეს თუ არა ობიექტი,ამ პროცესს კანონით დადგენილი წესი აქვს სახელმწიფოში. და ბოლოს, რომელიმე რეგიონიდან 5 000 კაცი, რომ ჩამოვიდეს,რაც სავსებით რეალურია, კანცელარიის შენობის წინ დადგეს და შენობის დანგრევა და რეალიზება მოითხოვოს 6 თვიანი სამუსაო ადგილის მოსაპოვებლად ან ივანიშვილის სასახლის გასხვისება მოითხოვოს, როგორ მოიქცევით??? მე ვირჩევ 5000კაცის დასაქმებასო იტყვით?? ნუცას სკოლის დონის აზროვნებით მოქმედებთ ბატონო პრემიერო თქვენც, ქალბატონი ცქიტიშვილი და ბატონი ივანიშვილიც, ხელყოფთ კანონის უზენაესობის პრინციპებს, რითაც ახალისებთ ძალადობას სახელმწიფოში და თქვენ ეს ძალადობა ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ, რამეთუ სახელმწიფოში 85% უმუშევარია თქვენ კი გახვეული ხართ ჰიპერკორუფციის ბადეში..... ჩემი მეგობრული რჩევაა წადით დროულად, სანამ აბობოქრებული ზვირთები წაგიღებდეთ თქვენც და საქართველოსაც.... ყველაფერს აქვს საზრვარი, ასე ყოფნა აღარ შეიძლება...“
პატივისცემით მანანა ორბელიანი 26.12.14

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: