კახა კახიშვილი:-"პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ როდესაც რაღაც სახის ცვლილება მხოლოდ უმრავლესობაზეა მიბმული, შემდგომში მას სხვა უმრავლესობა ძალიან მარტივად ცვლის"

კახა კახიშვილი:-"პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ როდესაც რაღაც სახის ცვლილება მხოლოდ უმრავლესობაზეა მიბმული, შემდგომში მას სხვა უმრავლესობა ძალიან მარტივად ცვლის"

   სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ  პროკურატურის რეფორმირების ფარგლებში უწყების დამოუკიდებლობა კონსტიტუციურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

 

   -"კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ისეთი სახის ცვლილებები, რომლებიც იმდენად ღრმა დამოუკიდებლობის გარანტიას მისცემს პროკურატურას, რომ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ოდესღაც მივა ხელისუფლებაში, არ მიეცეს საშუალება, ძალიან მარტივი ცვლილებებით დაანგრიოს ის, რაც უკვე გაკეთებულია.

    მომხრე ვარ, რომ პროკურატურას დამოუკიდებლობისთვის კონსტიტუციური გარანტიები ჰქონდეს და გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრაც ქართული საზოგადოების წინაშე სწორედ კონსტიტუციით მოხდეს. მიმაჩნია, რომ რაღაც მარტივი, ისეთი სახის ცვლილებებით, რომლებიც მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებით იქნება მიღებული და ის არ იქნება კონსტიტუციასთან მიბმული, კარგ შედეგს ვერ მოიტანს. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ როდესაც რაღაც სახის ცვლილება მხოლოდ უმრავლესობაზეა მიბმული, შემდგომში მას სხვა უმრავლესობა ძალიან მარტივად ცვლის.

   თუ პროკურატურას ექნება კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობა და მოხდება მისი დეპოლიტიზება, დამიჯერეთ, სხვა უწყებებშიც იგივე გატარდება. ხოლო თუ პროკურატურას არ ექნება საკონსტიტუციო გარანტიები, ნებისმიერი რეფორმა სხვა უწყებაში მაინცდამაინც სასურველ შედეგს არ მოიტანს"- განაცხადა კახიშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: