მიხეილ სააკაშვილი:-"ჩვენი უტვინო მთავრობა ლანგრით მიართმევს რუსებს საქართველოს!"
უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცები თავისი ნებით მიდიან უკრაინაში და მათ ფულს არავინ უხდის.
-"თავის დროზე ასე იყო აფხაზეთში, როდესაც იბრძოდნენ უკრაინელი სამხედროები. ქართველი ოფიცერი გრიგოლაშვილიც, ფიქრობდა, რომ, თუ არ გააჩერებდნენ რუსებს უკრაინაში, ჩვენი უტვინო მთავრობა ლანგრით მიართმევს რუსებს საქართველოს.
ეს ადამიანები იბრძვიან უკრაინისთვის და საქართველოსთვის. ეს ერთობლივი ბრძოლაა"-განაცხადა სააკაშვილმა.