რომში მე-17 კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

რომში მე-17 კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

კინოფესტივალი  ტაჯიკი რეჟისორის ბახტიერ ხუდოინარაზაროვის ფილმის "ზღვის მოლოდინის" ჩვენებით  გაიხსნა. 

 

რეჟისორი ფილმზე 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმის მთავარი გმირი გემის კაპიტანია, რომელიც შტორმში გემს, მეუღლეს და ეკიპაჟს დაკარგავს. 

რეჟისორის ბახტიერ ხუდოინარაზაროვის თქმით, ფილმი ცენტრალური აზიის პრობლემებს ასახავს. 

 

მთავრი გმირის როლის შემსრულებლის, იგორ ბეროევის განცხადებით, მას ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა  ემუშავა ტაჯიკ რეჟისორთან.

კინოფესტივალის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ფილმის პრემიერა გაიმართება. დაგეგმილია ასევე მასტერკლასები და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

რომის კინოფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა კინოინდუსტრიაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: