ნინო ბურჯანაძე:"ქართულ ოცნებას" ჩხუბის თავიც კი არ აქვს"
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ-ში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"აუცილებელია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ეს აუცილებლობა თუნდაც რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა პარლამენტში, როდესაც ჩვენ დავინახეთ სამარცხვინო კადრები და სამწუხაროდ დავინახეთ ის, რომ "ქართულ ოცნებას" ჩხუბის თავიც კი არ აქვს, რომ ღირსეულად იჩხუბოს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რომ პარლამენტში ვყოფილიყავით, ამას ვერც გვაკადრებდა, ვერც გაგვიბედავდა "ნაციონალური მოძრაობა" და თუკი გაბედავდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი მამაკაცი წევრი ინტერვიუს დაწყობილი სახით კამერების წინ ვერ მისცემდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.