გია ვოლსკი: "საქართველოში არასათანადო რეაგირებაა მიხეილ სააკაშვილის პიროვნების მიმართ"
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით რეაგირება არასათანადოა.
"ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და ვფიქრობ საქართველოს საზოგადოების, ძალიან დიდ ნაწილს აქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა იმის გამო, რომ საქართველოში არასათანადო რეაგირებაა მიხეილ სააკაშვილის პიროვნების მიმართ.
საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ არის ჩემთვის გადამწყვეტი. თუ როგორი იქნება რეაგირება იმ მასალებზე, რომელიც პროკურატურას გააჩნია, ეს არის უკვე სულ სხვა სფერო, რომელშიც კომპეტენტური ორგანოები უკეთ ერკვევიან, ვიდრე პოლიტიკოსები",-განაცხადა ვოლსკიმ.