დავით ნარმანია: "თბილისის მოქალაქეებს სოციალური მხარდაჭერა ექნებათ"
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში ბიუჯეტი გახარჯული იყო, რის გამოც ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.
"ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, ისევე, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ადმინისტრირების ნაწილში, ბიუჯეტი პრაქტიკულად გახარჯული იყო, საიდან გამომდინარეც მოგვიწია ბიუჯეტში ცვლილებების გაკეთება და შესაბამისად სხვა ნაწილში არსებული თანხების აქეთ გადმოტანა, რათა წლის ბოლომდე მინიმალურად აუცილებელი სოციალური მხარდაჭერა ჰქონოდათ ჩვენს თანამოქალაქეებს",-განაცხადა ნარმანიამ.