ალექსი პეტრიაშვილი: "ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით პასუხისმგებელია"
მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს იმ პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შანტაჟი წამოიწყეს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე არის საქმის კურსში ამ საქმის არსის შესახებ. ის ასევე არის პასუხისმგებელი მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვთხოვ, მე მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს პასუხისმგებლობა იმ პროკურორებისა, რომლებმაც წამოიწყეს ეს შანტაჟი და დროზე გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, რატომ არიან ჩემი ღრმა რწმენით უდანაშაულო ადამიანები ამ დრომდე პატიმრობაში", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.