დავით სერგეენკო:"მეტი უნდა გაგვეკეთებინა ამ ორი წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის"

დავით სერგეენკო:"მეტი უნდა გაგვეკეთებინა ამ ორი წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის"

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2014 წელს საქართველოს მთავრობის წარმატებულ და წარუმატებელ პროექტებზე კომენტარისას განაცხადა, რომ მთლიანად მთავრობის წარმატებულ და წარუმატებელ პროექტებზე საუბარი გაუჭირდება.


"ცალსახად გამორჩეული იყო რეფორმები და ჩვენ შეხება გვქონდა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემაში. დიდი წარმატებები, რომლის მთავარი რეალიზაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში გამოიხატა. ასე რომ, წარმატებული ბევრი იყო და ცალკე გამოყოფა გამიჭირდება. მე შემიძლია წარუმატებელ პროექტებზე ვისაუბრო იმ სამინისტროში, რომელსაც ვხელმძღვანელობ. ალბათ წარუმატებელი იყო და ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა ამ ორი წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: