ალექსი პეტრიაშვილი:-"არაუშავს! კიდევ მოვა ახალი წელი!"
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ–ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერსა და პროკურორებს სოციალური ქსელით მიმართავს.
"დილა მშვიდობის ბატონო პრემიერ მინისტრო! დილა მშვიდობის პროკურატურებო! ახალი წელი ახლოვდება! კარგია ფუსფუსი სამზარეულოში! კარგია ოჯახში საჩუქრების ჩუქება და მიღება! კარგია! კარგია მაშინ, როცა შენი ოჯახის წევრი ყველა ჯანმრთელად და საღსალამათად შენს გვერდითაა! ბევრი ვერ არის ასე კარგად, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრზე არ მაქვს საუბარი! მე იმ ხუთ ადამიანზე მაქვს საუბარი, რომლებიც დანაშაულის მოტივის დადგენის გარეშე და როგორც სულ უფრო ცხადი ხდება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჰყავთ ამ დრომდე დაკავებული! მე არც არაფერს გთხოვთ და მითუმეტეს არც გემუქრებით! უბრალოდ ვიცი, რომ ახალი წლის ღამის დადგომისას ღამის 12 საათზე შუშხუნა ღვინოს რომ მიუჭახუნებთ ძვირფას ოჯახის წევრებს, აუცილებლად გაგახსენდებათ, რომ თქვენი არასწორი ქმედების ან უმოქმედობის გამო 5 ოჯახს მთლად ხალისიანი ახალი წელი ვერ ექნება! იყო დრო, უკანონოდ დაკავებული ოჯახის წევრებისთვის ერთად ვიბრძოდით, და სწორადაც ვიბრძოდით! არაუშავს! კიდევ მოვა ახალი წელი!"– წერს პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.