კახა კალაძე:"ტრანზაქციების ჩასაშლელად არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია"

კახა კალაძე:"ტრანზაქციების ჩასაშლელად არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია"

კახა კალაძის განცხადებით,  მისთვის დღეს გახდა ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  "როსნეფტმა" ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის კუთვნილი "„Petrocas Energy"-ის აქციების ნაწილი იყიდა.აღნიშნულზე ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"თვითონ "გალფს" რაც შეეხება, მე მგონი, ყველასთვის ცნობილია, რომ "გალფის" კომპანია კეზერაშვილთან ასოცირდება. ვიცით, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის პირადი ბიზნესმენი იყო და სააკაშვილის აქტივებს კეზერაშვილი მართავდა. იაკობაშვილი აქ უბრალოდ ფიქტიური წარმომადგენელი იყო კომპანიისა, რომლის საშუალებითაც, როგორც ცნობილი გახდა, წილობრივი გასხვისება მოხდა. აქ საუბარია ტერმინალსა და ბენზინგასამართ სადგურებზე. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმე შეფერხება გავაკეთოთ, ან ეს ტრანზაქციები ჩავშალოთ, რადგან ყველაფერი ამის განხორციელება ოფშორულ ზონაში მოხდა", - განუცხადა კალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: