ჟენევის ციხეში ქართველი პატიმარი გარდაიცვალა
ჟენევის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, 24 წლის ახალგაზრდის ცხედარი გუშინ, შუადღისას, შან-დოლონის ციხის საკანში იპოვეს. ცხედრის პირველადი დათვალიერების შედეგად ვარაუდობენ, რომ პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
ახალგაზრდის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის გასული წლის ნოემბერში ერთ-ერთ დაწესებულებაში უკანონი შეღწევისთვის დააკავეს.